ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ქალი: თუ დამიმტკიცეს, როგორ უნდა ვიცხოვრო
მცირეწლოვანი გოგონას მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული ემა კვირტია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება მისთვის შოკის მომგვრელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს დაწყებამდე უთხრა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს. "დედა, მამა და ყველა ჩემი დახმარებით იკვებებოდნენ. ის კი არა ამ ბავშვის ნათლია უნდა ვყოფილიყავი მე. ამას დედაც ამბობს. ამ ბრალებას, რომ გავეცანი ეს არის შოკის მომგვრელი, ეს თუ დამიმტკიცდა მე თავს მოვიკლავ. თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ამის შემდეგ როგორ უნდა იცხოვროს ადამანმა. ყველას კითხეთ, გამოკითხეთ მეზობლები ემა კვირტია და ვასო ახალაია, როგორი ადამიანები არიან და როგორ და რა პრინციპებით ვცხოვრობთ,როგორ ვარსებობთ საერთოდ", - თქვა ბრალდებულმა. ემა კვირტია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პროკურატურის გადაწყვეტილებით გუშინ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მეორე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. 28 მაისს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცოლ-ქმარი, ემა კვირტია და ვასო ახალაია დააკვა. ისინი მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით აიყვანს. გამოძიება 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ემა კვირტიამ ბავშვი ვალის სანაცვლოდ წამიიყვანა, რასაც თავად ბრალდებული არ აღიარებს. მეზობლების ინფორმაციით, კი კვირტიამ ბავში იმიტომ წამოიყვანა, რომ მოეწესრიგებინა და მშიერი ბავშვი დაეპურებინა. მათივე ინფორმაციით, მსგავსი პაქტი არაერთხელ მომხდარა და ისინი ოჯახის ახლობლები არიან. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
არწივმა ბავშვის გატაცება სცადა | GDN
Georgian Daily News
დებატები ფრანკლინის კლუბში: ზურაბ ჯაფარიძე VS გიგა ბოკერია
Franklin Club • ფრანკლინის კლუბი
14 წლის წინ გატაცებული ბავშვის დედა ნანუკას შოუში
ნანუკას არხი / Nanuka's Channel
Nanuka's Show - 24 ნოემბერი - სარალიძის, მაჩალიკაშვილისა და...
ნანუკას არხი / Nanuka's Channel
ყველა ბავშვის საყვარელი ემილი სტუმრად "სხვა რაკურსში"
TV IMEDI
Top Kids - ფსიქოლოგი - ზღაპარი და მისი ტიპები
Music Box
ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში
MULTIMEDIA GE
რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ბავშვის აღზრდაში
Music Box