მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შპს „ჩირინას“ სართიჭალის მეფრინველობის კომპლექსი, სართიჭალა 3-ი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და კომპანიის წარმომადგენლები, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი 14 ფერმერული სახლისგან შედგება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარი. პროექტის ფარგლებში შპს „ჩირინა“ ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას მოახდენს. ადგილზე დასაქმდება 50 ადამიანი. საწარმოო მოცულობების გაფართოების და განვითარების მიზნით, „ჩირინამ“ ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება EBRD-ის თანადაფინანსებით განახორციელა. კომპანია „ჩირინა“ 2010 წელს დაარსდა და 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. უკვე 7 წელია რაც „ბიუ ბიუ“-ს ბრენდის გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. კომპანია არის პროგრამების - „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარი. ბოლო წლების განმალობაში „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რითაც ანაცვლებს იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი ადგილობრივად წარმოებული პროდუქტით. #ქვემოქართლი2020 #გარდაბანი2020 #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
#ფერმა მეფრინველეობის მასშტაბური საწარმო კასპის რაიონში
პირველი არხი - ფერმა
''ჩვენი ფერმა" დავით ბირკაძესთან-სავენეთის მეფრინველეობის კო...
Agro Library
მეფრინველეობის სექტორი პრობლემების პირისპირ
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მეფრინველეობის ფერმა თელიანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეფრინველეობის ინდუსტრიის პრობლემები
Business Media Georgia
"მეფრინველეობის ფაბრიკების 80% შემოსავლების სამსახურთან დავა...
Business Media Georgia
მეფრინველეობის ფაბრიკა კლდეში
samkhretis karibche