არასამთავრობოებს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის დეკლარაცია გააცნეს

04/11/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,სიდა\" ადგილობრივ

არასამთავრობოებს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის დეკლარაცია გააცნო. დეკლარაციის პრეზენტაცია თბილისში რამდენიმე თვის წინ გაიმართა, რომელსაც ხელი 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა. ამჟამად მას 33 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის, როგორც თბილისში, ისე რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ხელმოწერი თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად თავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე.


შეხვედრის მონაწილეებს ფინანსურ საკითხებში კონსულტაცია გაეწიათ, კონსულტანტმა ადგილობრივ ორგანზიაციებს მიაწოდა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ორგანიზაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის შედგენა და სხვა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან