ნატო-ს სამიტი ბრიუსელში

14.06.2021 01:38

ბრიუსელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნატო-ს სამიტი იმართება. განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებას მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებს და მოწამვლის შემთხვევებს, სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის გახსნაზე რამდენიმე წუთის წინ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს. მისივე თქმით, ალიანსის წევრები იმსჯელებენ ჩინეთთან ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის. ნატო-ს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს - „ნატო 2030“, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვისა და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: