ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტი იწყება

24.03.2022 07:01

გააძლიერებს თუ არა ნატო უკრაინის მხარდაჭერას და შეჯერდებიან თუ არა წევრები ერთიან პოზიციაზე - ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო მინისტერიალი იწყება. ამ წუთებში ადგილზე 28 ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან. „უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას“ - ასე უპასუხა იენს სტოლტენბერგმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე.
სხდომაზე, რომელსაც წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა ლიდერები ესწრებიან, ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტიც. ადგილზე იმყოფება ჯო ბაიდენიც. ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საგანგებო სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi