ნატო-ს სამიტი ბრიუსელში

14.06.2021 02:00

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს ბუქარესტშიც ცხადად ვთქვით, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული დღესაც არ იქნება, – განაცხდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელის ფორუმზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები - საქართველო და უკრაინა, რომლებთანაც ალიანსი თანამშრომლობას აძლიერებს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საგზაო რუკა საქართველოსთვის უახლოეს მომავალში, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თუმცა კონკრეტულ დროზე საუბარი არ იგეგმება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან კონფლიქტის პრევენციას შეეცდება და უნდა მოხდეს პრევენცია, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს ნატო-ს მოკავშირის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნატო-ს სამიტი იმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania