მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

09/03/2021
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე - ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მოგახსენებთ, რომ სოფელ იმირჭალაში დასრულდა გზების რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 686 მეტრია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. მისმა ღირებულებამ 186 641 ლარი შეადგინა.

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დამიაში გზის მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის სიგრძე 1 586 მეტრია. პროექტის ღირებულება 410 492 ლარს შეადგენს.

ასევე, დაწყებულია სოფელ ხიხანში შიდა გზების რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 1287 მეტრი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 377 285 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ახლოლალოში დასრულდა ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მინი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ღირებულებამ 128 887 ლარი შეადგინა.



https://marneuli.gov.ge/siaxleebi1/27...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან