ნოდარ გაბუნიას სახელობის I საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი და ფესტივალი

11.11.2013 01:17

ნოდარ გაბუნიას სახელობის I საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი და ფესტივალი, ხელოვნების აკადემიამ, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, პიანისტისა და პედაგოგის ნოდარ გაბუნიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააფუძნა. 11 ნოემბერს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკის ეროვნულ ცენტრში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოს--შემსრულებლები: ვალერიან შიუკაშვილი (საქართველო), იანო თამარ ალიბეგაშვილი (საქართველო/იტალია), ვიტორიო ვიტელი (იტალია), იური მარგულისი (აშშ), ფერმინ ბერნეთჰეა (ესპანეთი) და ტრიო "სემპრე" (საქართველო). ნ. გაბუნიას სახელობის საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: