ნანა მიქაბერიძის კრებულის პრეზენტაცია

04/11/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული, ქართველი პიანისტის და კომპოზიტორის ნანა მიქაბერიძის კრებულის \"ვოკალური ნაწარმოებები\" პრეზენტაცია და კონცერტი.

ნანა მიქაბერიძე კლასიკური მუსიკის, ქართული ტრადიციული პიანისტური სკოლის გამგრძელებელია. მისი პედაგოგები იყვნენ სახელგანთქმული მუსიკოსები ნოდარ გაბუნია და თეიმურაზ მათურელი. 1992 წლიდან ნანა მიქაბერიძე, როგორც სოლისტი--პიანისტი, არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობდა. 2000 წლიდან მიწვეული იყო ქალაქ მილანში ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიაში კონცერტმაისტერად. 90--იანი წლებიდან მუშაობს კომპოზიციაში. იგი ავტორია მთელი რიგი ვოკალური ნაწარმოებებისა, რომელთა ნაწილიც 2012 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან