Medea Paniashvili u0026 Medea Altunashvili - Georgian Music [1980] (Vinyl Rip)

05/07/2018
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist:
01-პრელუდია და ცეკვა / Prelude \u0026 Dance (Andria Balanchivadze) – 00:00
02-ნოქტიურნი / Nocturne (Andria Balanchivadze) – 02:52
03-3 ცეკვა ბალეტიდან „დემონი“ / 3 Dances From The Ballet “Demon” (Sulkhan Tsintsadze) – 06:02
04-პოემა / Poem (Otar Taktakishvili) – 09:02
05-იუმორესკა / Humoresque (Otar Taktakishvili) – 14:11
06-არია / Aria (Otar Taktakishvili) – 18:02
07-ოტელო / Otello (Alexi Machavariani) – 23:13
08-დეზდემონა / Desdemona (Alexi Machavariani) – 26:03
09-იაგო / Yago (Alexi Machavariani) – 28:49
10-ცერემონიალური ცეკვა / Ritual Dance (Alexi Machavariani) – 30:40
11-მოზეიმე კვიპროსი / Cyprus In Celebration (Alexi Machavariani) – 33:44
12-ექსპრომტი / Impromptu (Alexi Machavariani) – 37:10

„ქართული სამუსიკო კულტურა მდიდარია სხვადასხვა საშემსრულებლო კოლექტივებით. მრავალრიცხოვან ინსტრუმენტულ ანსამბლებს შორის საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტების მედეა ფანიაშვილის და მედეა ალთუნაშვილის საფორტეპიანო დუეტი გამოირჩევა შემადგენლობის სტაბილურობით მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივობით. ამ ორი მუსიკოსის შემოქმედებითი კავშირი თხუთმეტ წელზე მეტ სტაჟს ითვლის.

საფორტეპიანო დუეტი, ჩვენს დროში იშვიათობად ქცეული საშემსრულებლო კოლექტივი, ქართულ პიანისტურ ხელოვნებაში ორი ენთუზიასტის წყალობით საკუთარსა და გამორჩეულ ადგილს იკავებს. მედეა ფანიაშვილი და მედეა ალთუნაშვილი ყოველწლიურად მართავენ ერთობლივ კამერულსა და სიმფონიურ კონცერტებს, სადაც საანსამბლო მუზიცირების მოყვარულთ სთავაზობენ მრავალფეროვან პროგრამას. ეს შემოქმედებითი კოლექტივი შესამჩნევ როლს თამაშობს თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაში.

ორივე მუსიკოსი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აღზრდილია. ორივე მათგანი ცნობილი პედაგოგების პროფესორების ნოდარ გაბუნიას – მედეა ფანიაშვილი და თამარ ჩარექიშვილის – მედეა ალთუნაშვილი – მოწაფეები არიან. პიანისტების საკონცერტო პროგრამები, რომელნიც არ იფარგლებიან ეპოქისა და სტილის ჩარჩოებით, შეიცავენ ევროპელი, რუსი და ქართველი ოსტატების ნაწარმოებებს, წინაკლასიკური და კლასიკური, რომანტიკული ეპოქის და ჩვენი დღეების მუსიკას. კლაუდიო მონტევერდის, დომენიკო სკარლატის, ჰენრი პერსელის, კამილ სენ-სანსის, სერგეი რახმანინოვის, იგორ სტრავინსკის ნაწარმოებებთან ერთად მუსიკოსები ესწრაფვიან აითვისონ დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ოლივიე მესიანის, ფრანსის პულენკის, ბელა ბარტოკის, პოლ ჰინდემიტის, ბენჯამენ ბრიტენის, ვიტოლდ ლიუტოსლავსკის და სხვათა მხატვრული მდიდარი სამყარო.

განსაკუთრებული და განცალკევებული ადგილი ეთმობა მედეა ფანიაშვილის და მედეა ალთუნაშვილის რეპერტუარში ქართულ მუსიკას. და აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მუსიკოსების ერთი თვისება – მათი ხელოვნება რამდენჯერმე გახდა შთაგონების წყარო თანამემამულეთათვის ახალ ნაწარმოებთა შესაქმნელად. სწორედ ამ ინსტრუმენტული ანსამბლისათვის საგანგებოდ შეიქმნა სულხან ნასიძის, ალექსი მაჭავარიანის, ვაჟა აზარაშვილის საკონცერტო რამდენიმე პიესა. ამ პიანისტების ინიციატივით ხშირად გამართულა ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის, რევაზ ლაღიძის, ფელიქს ღლონტის, ოთარ თევდორაძის საფორტეპიანო ნაწარმოებების, თუ სხვა თხზულებათა საფორტეპიანო გადამუშავებათა პრემიერები.

სასურველია გავიხსენოთ ქართული საფორტეპიანო დუეტის რეპერტუარის კიდევ ერთი საგულისხმო ნაწილი, ეს არის კლასიკური ჯაზის მრავალრიცხოვანი ნიმუშები. სკოტ ჯოპლინის, დეივ ბრუბეკის, რიჩარდ როჯერსის, სხვა კომპოზიტორთა ცალკეული პიესები, თუ მათ ნაწარმოებთა საკუთარი საფორტეპიანო გადამუშავებანი, რომლებიც წარმატებით სრულდება და აუდიტორიის აპლოდისმენტებს იმსახურებენ.

ანსამბლის ყოველ მონაწილეს განსხვავებული ინდივიდუალური სახე აქვს. მედეა ფანიაშვილი – მგზნებარე ტემპერამენტით, ცხოვრებისეული დინამიზმით არის განმსჭვალული. მისი დახასიათება შეიძლება მუსიკალური ტერმინით „con fuoco“. მედეა ალთუნაშვილს ახასიათებს შინაგანი აღუშფოთველობა, ემოციური თავშეკავება. ორი მუსიკოსის ხასიათის განსხვავებული თვისებები ერთიანი, მთლიანი ანსამბლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ეს თვისებები ურთიერთმოქმედებენ, ავსებენ და აწონასწორებენ ერთმანეთს. ფანიაშვილი-ალთუნაშვილის დუეტი ხშირად მართავს ერთობლივ კონცერტებს სხვადასხვა მუსიკოსებთან. მათთან შემოქმედებით ანსამბლში წარმატებით გამოდიან თამაზ ყურაშვილი (კონტრაბასი), გია სალაღიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და სხვანი.

პიანისტები საკონცერტო მოღვაწეობას პედაგოგიურთან ათავსებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მედეა ფანიაშვილს ისევე, როგორც მედეა ალთუნაშვილს, კამერული ანსამბლს კლასი მიჰყავს, შემოქმედებით გამოცდილების გაზიარებასთან ერთად მედეა ფანიაშვილი და მედეა ალთუნაშვილი მუსიკოსთა ახალ თაობას დუეტური მუზიცირებისადმი სიყვარულს უნერგავენ“.

მუსიკათმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე, 1989 წელი

Recorded At – Tbilisi Recorded Studio

Credits
Artwork By – M. Maghalashvili
Engineer – M. Kilosanidze
Supervised By [Editor] – G. Merabishvili

© 1980, “მელოდია”

Vinyl Rip by – ERM0NIA