ჯგუფი „პრიზი“ – ღამის მონა, მონა ლიზა [1989] (Audio, ფირფიტაზე არშესული სიმღერა)
ეს სიმღერა 1989 წელსაა ჩაწერილი და წესით, ალბომ „ღამის ქალაქში“ შეიძლებოდა შესულიყო, მაგრამ რატომღაც, ფირფიტაზე აღარ მოხვდა, სამაგიეროდ, სიმღერა „ქალაქი ღამით“ ორჯერაა ჩაწერილი. „პრიზი“ – ქართული მეინსტრიმის პიონერი ჯგუფ „პრიზის“ მსგავსი მუსიკა თავის დროზე საქართველოში მოდაში რომ შემოსულიყო, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი თანამედროვე ქართული მუსიკა ბევრად უფრო დახვეწილი, მელოდიური და გემოვნებიანი იქნებოდა. არადა, ჯგუფის მუსიკა თავის დროზე ბევრს მოსწონდა, რადგან 1989 წლის როკ-ფესტივალზე ჯგუფს მთავარი ჯილდო – „მაყურებელთა სიმპათიის პრიზი“ ერგო, ხოლო სიმღერა „ქალაქი ღამით“ თითქმის წელიწადი რადიო ჰიტ-აღლუმის სათავეში იყო. „პრიზელები“ – ლევან ლომიძე, ზაზა კახიანი და გივი გოგუაძე ქართულენოვან პოპ-როკს ასრულებდნენ, რომელზეც „ახალ ტალღასაც“ ჰქონდა გავლენა. იგი არაანდერგრაუნდული ქართული როკჯგუფი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ „პრიზი“ პირველი ქართულენოვანი მეინსტრიმი იყო. მშვენიერი, მარტივად გასაგები ლირიკის მქონე ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიური სიმღერები განსაკუთრებით პოპულარული 90-იანების დასაწყისში გახდა. „პრიზის“ კომპოზიციების მიხედვით, ტელეკომპანია „მე-2 არხმა“, კერძოდ რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ მუსიკალური მინიფილმიც კი გადაიღო. 1991 წელს ფირმა „მელოდიამ“, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთადერთი მუსიკალური ლეიბლი იყო, „პრიზის“ ვინილის ფირფიტა გამოუშვა. ალბომს „ღამის ქალაქი“ ერქვა და მასში 8 სიმღერა შევიდა. ყოველი მათგანი დღემდე შესანიშნავად ისმინება. ჯგუფის ფრონტმენი ლევან ლომიძე ამჟამად რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ-გიტარისტია და ჰყავს ჯგუფი Blues Cousins. © ლაშა გაბუნია, ჟურნალი „თბილისი Out“ №9, ივნისი, 2011 წელი გიორგი ებრალიძის გადაღებული ვიდეოს ნახვა, შეიძლება აქ: • George Ebralidze Levan Lomidze 1989 p...
Lasha Gabunia-ის სხვა ვიდეოები
Outsider - ღია რეპეტიცია ბჟოლებში [22.09.1998] (ნა...
„ანარეკლი“ - Bajoo \u0026 Chi - ბედნიერი როკ-ენ-რო...
Outsider - Live In Kutaisi GPI Club (05.09.1997)
Outsider \u0026 Friends - Live At Theater In Bzhol...
უცნობი შემსრულებელი - კინტოს სიმღერა [1950's] (X-R...
05:08
ჰამლეტ გონაშვილი და „რუსთავი“ - ზამთარია (1989) [V...
31:12
Outsider - „მარგარიტა 96“ (LIVE) [13.07.1996]
17:09
კონსტანტინე გამსახურდია [1961] (Vinyl Single Rip)
მსგავსი ვიდეოები
ჯგუფი პრიზი - ქალაქი ღამით გამეორება (1991)
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
პასუხი კითხვებზე - Comrades Story Challange 12 FEB 2023.
Comrades Story
ჯგუფი პრიზი - დუმილის დრო (1991)
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
ჯგუფი პრიზი - მოუსმინე გულს (1991)
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
იგებს ორივე, ვინც ასხამს და ვინც ასხამს!
Wissol
თამაშდება #Iphone! მოვიგებთ #ebay ის აუქციონზე
JUBO
Shoda 1vs1 for 200 GEL - პირველად საქართველოში! ეს რა იყო?!