დაპირისპირება ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

30.11.2019 01:33

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა აქცია ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან . ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.  მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს.

შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს. ადგილზე  მობილიზებული იყო  პოლიცია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო