დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან
გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ძალადობასა და გუშინდელი ფაქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრიფინგი გაიმართა, სადაც იმ ადამიანების სია გამოაქვეყნეს, ვინც, მათი მტკიცებით, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ანდრო მაღლაკელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ოფისი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა დაარბიეს. გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ. ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი ჭეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კონტრაქციაში მუნიციპალიტეტების თანამშრომლები შემთხვევით მოხვდნენ, ვინაიდან სამუშაო საათები დასრულებული იყო. მისი განცხადებით, მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს, ის აგრესია და მოქმედებებია, რომელიც თავდაპირველად ოპოზიციის წევრებმა განახორციელეს როდესაც მათ ოფისთან მივიდნენ და პარტიის ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის ოფისთან
Ajara TV
დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან
TV 25
ხმაური და დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის ოფისთან
TV IMEDI
აგრესია, ხმაური და დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ოფი...
MULTIMEDIA GE
ხმაური და დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ო...
Rioni.TV
ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირება მოხდა
ექსპრესნიუსი ExpressNews
დაპირისპირება ნაც.მოძრაობის ოფისთან
მარშალ პრესი
"თავისუფალი თაობის" მიერ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამ...
TV Free