„ხადორი 3“ ჰესის ინვესტორი კომპანიის განცხადება

22.04.2019 01:49

„ხადორი 3“ ჰესის ინვესტორი კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, ადგილობრივებთან დიალოგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ კი კომპანია პანკისში მხოლოდ სამი საპატრულო ეკიპაჟის თანხლებით შევიდა, რასაც მოვლენების ესკალაცია მოჰყვა. მისივე თქმით, პოლიციის დამატებითი ძალების გარეშე გაცილებით ცუდი შედეგები დადგებოდა. იორდანიშვილის თქმით, ჰესს გარემოზე მინიმალური გავლენა ექნება და მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. კომპანიის ხელმძღვანელს პასუხობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი. დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა შესაბამისი კვლევების გარეშე დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: