ალექსეი რეზნიკოვის განცხადება

12.10.2022 00:32

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული სარაკეტო სისტემები უკვე უკრაინაშია. „საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. გერმანიიდან IRIS-T-ის სისტემები უკვე აქ არის. ამერიკული „ნასამსები“ კი, მალე აქ იქნება“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და უკრაინას უფრო მეტი სჭირდება. „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, – წერს რეზნიკოვი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო