პრეზიდენტის განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ


ამჯერადაც ვნებათაღელვა მოჰყვა პრეზიდენტის ახალ განცხადებას.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს პატრიარქზე და საპატრიარქოზე თავდასხმაში და ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ლონდონში ვიზიტის დროს სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს ეკლესიის როლზე ჰკითხეს. რამდენიმე ფრაზამ და სიტყვამ იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ თარგმანში დაზუსტებაა მითითებული. რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა, როცა მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ახლო ურთიერთობაზე და პროევროპელი პატრიარქის არჩევაზე საუბრობდა - განცხადების შინაარსი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვანაირად აღიქვეს. „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, ოპონენტებმა პრეზიდენტის სიტყვებში შეურაცხმყოფელი აქცენტები ვერ ამოიკითხეს და ამჯერადაც მის დაცვას შეეცადნენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან