ტურიზმის სექტორის დახმარება


ტურიზმის მხარდაჭერის გეგმა საგადასახადო და საბანკო შეღავათებსაც გულისხმობს.

ტურიზმის მიმართულება 2020 წელს ქონების გადასახადისგან საერთოდ თავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადი კი გადავადდება. პარალელურად ყველა იმ სასტუმროს, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის დიდ ნაწილს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. სასტუმრო ქსელის გარდა, სასესხო შეღავათები გათვალისწინებულია რესტორნებისთვის - იგულისხმება უკვე აღებული, ასევე ახალი სესხები. დახმარების გეგმა ტურისტული კომპანიების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. ჯამში ტურიზმის სფეროს ანტიკრიზისული გეგმისთვის 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმი დაზარალდა. გაჩერებული სფეროს წარმომადგენელთა უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, შექმნილი კრიზისის გამო მათი დიდი ნაწილი ვერც თანამშრომლების ხელფასებს იხდის. 

ვაკო ორმოცაძე გვეტყვის, რა რეაქციები მოჰყვა ტურისტულ სექტორში დღეს წარმოდგენილ გეგმას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან