30 12 2019 იმედი 14 00 ტურიზმის ანგარიში- 2019 წელს 9 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში 2019 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანაში 9 მლნზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 %-ით მეტია. ამ წუთებში იწყება ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერი, მინისტრები, კერძო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. "2019 წელი არ იყო მარტივი ჩვენი ტურიზმისთვის, ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. იყო სერიოზული გამოწვევები, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იყო წარმატება. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორის საერთაშორისო პარნიორების და რაც მთავარია მთავრობის კოორდინირებული, ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად ჩვენ გავუმკლავდით ყველა გამოწვევას. და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიზეიმოთ და ერთმანეთს მოვულოცოთ 9 300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. ეს რეკორდული რიცხვია." ეს არ იყო მარტივი, ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა მთლიანად სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის, ჩვენი სამინიტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალიან ეფექტური, მიზანმიმართული მუშაობის შედეგად." "2019 წელს ჩვენ ხელი შევუწყვეთ პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის მართლაც უპრეცედენტო ზრდას. შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ ბევრმა უცხოელმა სტუმარმა იმოგზაურა საქართველოში, მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით კომფორტულად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით." "2019 წელს ჩვენ გვერდში დავუდექით ძალიან ოპერატიულად ყველაზე უფრო მცირე საოჯახო სასტუმროებს, რომეთაც ძალიან დიდი დარტყმა მიადგა 20 ივნისის მოვლენების შედეგად და შევთავაზეთ მათ ფინანსური დახმარება. დღეის მდგომარეობით 200-ზე მეტმა მცირე ზომის სასტუმრომ მთელი საქართველოს მასშტაბით ისარგებლა ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში," - განაცხადა ნათია თურნავამ. (4:20 წთ) ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მიესალმა სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, კოლეგა უწყებებს და ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლებს. (6:51წთ) "როგორც მოგეხსენებათ 2019 წლის დასაწყისში ჩვენ ერთად შევამაჯეთ და წარვადგინეთ თუ რა გეგმები გვექნებოდა 2019 წელს. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტირება გავაკეთეთ ევროკავშირის (7:03 წთ) ქვეყნებიდან წილის ზრდაზე. აქედან გამომდინარე, მე მოხარული ვარ გაგიზიაროთ რა შედეგები მივიღეთ წლის ბოლოს,"- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. "ავიაციის გარეშე ტურიზმის განვითარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში 2019 წელს პირველ ადგილს იკავებს თბილსის საერთაშორისო აეროპორტი (8:09 წთ) საერთაშორისო მგზავრთნაკადის კუთხით."
Georgian National Tourism Administration-ის სხვა ვიდეოები
02:13
"გატრო ტური" რუსთავი-2 "სხვა შუადღე" 11.22.2019
03:19
30 12 2019 მაესტრო 15 00 ტურიზმის ანგარიში- 201...
01:31
15 09 2020 მაესტრო ახალი ამბები 10 00 საქართვე...
05:10
15 09 2020 იმედი 11 00 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგ...
01:20
15 09 2020 რუსთავი 2 კურიერი 18 00 თბილისში ხ...
01:36
16 09 2020 იმედი ქრონიკა 09 00 აღმასრულებელი...
09:58
16.09.2020 რუსთავი 2 UNWTO აღმასრულებელი საბჭო თბი...
01:14
06.06.2021 მაესტრო. გასტროტური კახეთში
მსგავსი ვიდეოები
საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა თბილი...
TV IMEDI
ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების დანაშაულებრივი სქემა
TV IMEDI
რა ვითარებაა პანკისში ამ წუთებში
TV IMEDI
მაცხოვრის საფლავზე მორწმუნეების ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
TV IMEDI
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა
TV IMEDI
30 12 2019 იმედი ქრონიკა 20 00 ტურიმის 2019 წელი შეჯამე...
Georgian National Tourism Administration
30 12 2019 იმედი ქრონიკა 17 00 2019 წლის ტურიზმის ეროვნუ...
Georgian National Tourism Administration
ერგნეთის მორიგი შეხვედრა დასრულდა
TV IMEDI