სოციალური კამპანიები პუტინის ბრძანების საპასუხოდ - „აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში“
(ახალი ამბები 24.06 2019) მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აუკრძალა, ხოლო ტურისტები გაიწვია, სოციალურ ქსელში კამპანია „დაისვენე საქართველოში“ დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ ზაფხულს სამშობლოში დაისვენონ და ამით ტურიზმის სექტორს დაეხმარონ. „გაატარე ზაფხული საქართველოში“ –აქტიური სოციალური კამპანიაა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ფეისბუქზე შიქმნა ჯგუფი, არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელების მონაწილეობითაც და პოსტები ორ ენაზე იწერება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მალე ვებგვერდიც ჩაეშვება და ინსტაგრამგვერდიც დაემატება. ჯგუფში უკვე 43 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ქართველი მომხმარებლები აქ წერენ რეკომენდაციებს, იწვევენ ტურისტებს. ნაწილი კი მზად არის უცხოელ დამსვენებლებს საქართველო დაათვალიერებინოს და უფასოდ მოემსახუროს მანქანით, ნაწილი მათ საცხოვრებელ ფართს სთავაზობს, ან უბრალოდ რჩევებს უზიარებენ ერთმანეთს. ჯგუფში არიან ასევე უცხოელები, რომლებიც წერენ რა ფინანსების ფარგლებში ეძებენ საქართველოში გასაჩერებელ ადგილს და დახმარებას ითხოვენ. ჯგუფში ასევე ქვეყნდება საქართველოში უკვე ნამყოფი ტურისტების მიერ გადაღებული ფოტოები, შტაბეჭდილებები და რეკომენდაციები. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
#ღონიერიგონიერი
შუადღე GDS / shuadge GDS
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიუ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
”112”-ის წარმომადგენლები EENA-ს კონფერენციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო
#არჩევნები2020 „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განსაკუთრებული პირობები სოციალური ბარათის მფლობელებს
Liberty • ლიბერთი
ვეკო თოხაძე | სოციალური მედიის კურსი
Academy of Digital Industries
სოციალური მედიამარკეტინგის კურსი - მარიამ ხურციძე
ევროპის აკადემიური ცენტრი
რატომ დაშორდა თემო შეყვარებულს? - დალიე და უპასუხე #24
IRAKLIUS