წინანდლის ხიდის დემონტაჟი დაიწყო


თელავი-კისისხევი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „სერპანტინი\" ასრულებს. ერთ თვეში დასრულდება ნარჩენების გატანა და დაიწყება ახალი კონსტრუქციის მშენებლობა.
წინასწარი გათვლებით, ხიდის მშენებლობა ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება. ხიდის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფომ თანხა უკვე გამოყო. „სერპანტინთან\" და საგზაო დეპარტამენტთან ერთად, სამუშაოებს კომპანია „ხიდმშენი\" აწარმოებს. მუშების განცხადებით, გამოძიების შედეგები უკვე დაიდო, რომლის მიხედვითაც, ხიდი სიძველის გამო დაინგრა. მათივე თქმით, ხიდი ერთ საყრდენზე იდგა და მასზე სტიქიურმა მოვლენებმაც იმოქმედა. მშენებლობის პროცესში საგზაო მაგისტრალზე მეორე საყრდენიც აშენდება.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიებას კახეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. საქმე აღძრულია 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობის, მუხლით.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1eEiUFV

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან