თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა
გუშინ, გვიან ღამით, კისისხევი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. ნგრევაში „მერსედერსის" მარკის ავტომომანქანა მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უსაფრთხოების ზომების მიღებამდე ავტომაგისტრალზე შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. ამ დროისთვის გადაადგილება აღდგენილია ხიდის სტაბილურ ნაწილზე. აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხვალიდან დაიწყება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „სერპანტინი" შეასრულებს. წინასწარი გათვლებით, ხიდის მშენებლობა ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება. დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. საქმე აღძრულია 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობის, მუხლით. გამოძიებას კახეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/17ZPASv
მსგავსი ვიდეოები
წინანდლის ხიდის დემონტაჟი დაიწყო
ტელეკომპანია თანამგზავრი
ფუტზალის ჩემპიონატის ფინალში წინანდლის გუნდმა გაიმარჯვა
ტელეკომპანია თანამგზავრი
სოფლის მეურნეობის მინიტრის მოადგილე კახეთში
ტელეკომპანია თანამგზავრი
კურდღელაურის სკოლის ბანკეტი 2016 @ Utskhography / უცხოგრაფი
Utskhography / უცხოგრაფი
გულგულის სკოლის ბანკეტი ♥
Soka Media
ანსამბლ "წინანდალის" ვარსკვლავის გახსნა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ვაქცინაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#25. Tsinandali Park - #25. წინანდლის პარკი
Soso Mikeladze Official