წინანდალში Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნა
წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოსა და რეგიონში პირველი Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 141 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახურული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი და ფიტნეს კლუბი. განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს 1200-ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებსა და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს. Radisson Collection-ის სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე „თიბისი ბანკი“. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დღეს წინანდლის მამულში ხელი მოეწერა ასევე მემორანდუმს, საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წინანდალში Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Radisson Collection - სასტუმრო წინანდალში
Business Media Georgia
New Life of Tsinandali - წინანდალი დაბადებულია თავიდან
Radisson Collection Tsinandali
ოფიციალური სადილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლი...
Irakli Garibashvili
დაკომო - პერგოლა SMOOTH წინანდლის რადისონში_DACOMO - pergola...
DACOMO LLC
სასტუმრო "რედისონი" წინანდალში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
წინანდალში „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი“ გაიხსნა
TV IMEDI
წინანდალში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster