ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები თბილისში


ჰააგის პროკურორის ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც აგვისტოს ომს იძიებენ, თბილისში არიან.

„მოამბე“ დღეს დაინტერესდა, მოახდენს თუ არა 10 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების გამოძიებაზე პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ომზე გაკეთებული განცხადებები რაიმე გავლენას. ბენსუდას წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ სასამართლო არა პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ მხოლოდ ფაქტებს და მტკიცებულებებს ეყრდნობა. ძიება კი აქტიურ ფაზაშია გადასული.

ჰააგიდან სტუმრების ჩამოსვლა საიუბილეო თარიღს უკავშირდება. რომის სტატუტის  ხელმოწერიდან 20 წელი გავიდა. სწორედ ამ ხელმოწერის საფუძველზე შეიქმნა 1998 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

ისტორიული თარიღისადამი მიძღვნილი კონფერენცია ჰააგის გადაწყვეტილებით თბილისში პირველად ტარდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან