ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების ორდერები გასცა
საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ ცნობილი ხდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტი. დაკავებების ორდერები გაცემულია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის სამ წარმომადგენელზე. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ე. წ. წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელს და ე. წ. ომბუდსმენს ჰააგის სასამართლო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს ტყვედ აყვანილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს და მათ დაპატიმრებას მოითხოვს. პროკურორ კარიმ ხანის ამ გადაწყვეტილებას და სასამართლოსთვის მიმართვას წინ მრავალწლიანი განხილვა, მოწმეების დაკითხვა და საქართველოდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გაგზავნილი ასეულობით მტკიცებულების შესწავლა უძღოდა. ომის უმძიმეს დანაშაულში არ აღიარებული რეჟიმის წარმომადგენლების დადანაშაულების შემდეგ ოფიციალური თბილისი ახლა მთავარ მიზნად დამნაშავეთა დაკავებას და საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას აცხადებს. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ომის დანაშაულში ბრალდებულ სხვა პირთა მიმართაც იქნება მიღებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"ჰააგის სასამართლომ ნამდვილად დააგვიანა გამოძიების დაწყება"
რადიო თავისუფლება
"აგვისტოს ომის" დანაშაულების გამოძიება - "რატომ ვამბობ, რომ...
რადიო თავისუფლება
ჰააგის ტრიბუნალი არ იძიებს ვინ დაიწყო ომი
რადიო თავისუფლება
სააკაშვილის ნაცვლად ჰააგის ტრიბუნალზე მიიღეს რუსეი გენერლებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სანდრა რულოვსი: ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ
Radio Atinati
გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედებების შედეგია, რომ ჰააგის ტრიბ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia