თბილისის ორ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული
ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი კორონავირუსით პაციენტის დაინფიცირების გამო, დროებით დაიხურა. კლინიკის სტრატეგიული ხელმძღვანელის, ეკა სანიკიძის განცხადებით, პაციენტი იმის გამო გამოიკვლიეს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. შედგენილია იმ ადამიანების სია, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა. დროებით დაიხურა კლინიკა „თიმიც“, სადაც კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა. მედპერსონალი, რომელსაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა, ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება თავად კლინიკის დირექტორიც. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყნის მასშტაბით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარანტინის რეჟიმი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster