კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. 21 დღის ბავშვი, რომელიც კლინიკაში ორი კვირა მკურნალობდა, ბრიტანული „ალფა“ შტამით იყო ინფიცირებული. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორ მცირეწლოვანს, ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში 1 653 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდაიცვალა 13 პაციენტი. მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 4,75 პროცენტს შეადგენს. გართულებული ეპიდვითარების გამო, ცვლილებები შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეები მხოლოდ „პისიარ ტესტირების“ საფუძველზე დაიშვებიან, ამასთან, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „პისიარ ტესტებით“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდინფიცირებული ჩვილის გარდაცვალება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი
TV IMEDI
კოვიდ-ინფიცირების მძიმე შემთხვევები ბავშვებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster