საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

03.05.2020 01:32

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 58 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ცნობილია, რომ გარდაცვლილი სპორტსმენის დედაა. სხვა დეტალებზე დღეს ექიმებს არ უსაუბრიათ. სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 589 ადამიანი. ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 69 ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის არის იმ პირთა ნაწილი, რომელთაც „კოვიდ-19“ რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. კლინიკაში იმყოფებიან ის პირებიც, რომელთა ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და ახლა მათი ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ორი ორსული ქალის შემთხვევაში ერთს კორონავირუსი დაუდგინდა, ერთის პასუხი კი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. გარდა ამისა, ელოდებიან ახალშობილის ანალიზის პასუხებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი
00:52

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

59 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში
05:50

59 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში
04:55

კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში
00:31

რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი პაციენტები საველე ჰოსპიტალში
08:46

პირველი პაციენტები საველე ჰოსპიტალში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში კორონავირუსის ახალი უფრო საშიში შტამების გავრცელების საფრთხის წინაშეა
06:17

საქართველოში კორონავირუსის ახალი უფრო საშიში შტამების გავრცე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის ახალი შტამი  - თენგიზ ცერცვაძის შეფასება
05:47

კორონავირუსის ახალი შტამი  - თენგიზ ცერცვაძის შეფასება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
03:51

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო