პირველი პაციენტები საველე ჰოსპიტალში

20.08.2021 08:46

საქართველოში უკიდურესად გართულებული ეპიდვითარებისა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამო, დიღმის საველე ჰოსპიტალმა ოპერირება დაიწყო. ამ დროისთვის იქ ცხრა პაციენტია მოთავსებული. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 59 პაციენტი ემსხვერპლა, 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით, მომატებულია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 10,22% შეადგენს. როგორია საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: