კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია ორი ათასამდე ადამიანი, მათგან 300-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსით სავარაუდოდ კიდევ 2700-მდე ადამიანია დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 52 ადამიანი, ქალაქ უჰანშია, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია პეკინსა და შანხაიშიც. კორონავირუსი ასევე გამოვლენილია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-სა და საფრანგეთში. ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. უხანში მყოფი ქართველები მოამბესთან სატელეფონო საუბარში ყვებიან, რომ მკაცრად იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ავრცელებს, შესაბამისად, ისინი გარეთ გასვლისგან თავს იკავებენ და შინ რჩებიან. ჩინეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფებიან და საკვების საკმარისი მარაგიც აქვთ. ელჩის განცხადებით, საელჩო მათთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
Ajara TV
59 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი პაციენტები საველე ჰოსპიტალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდია ვაშინგტონი, 30 იანვარი, 2020
ამერიკის ხმა
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 723-მდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდია ვაშინგტონი 27 იანვარი, 2020
ამერიკის ხმა