საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ქვეყანა შატილის გზაზე ტრაგიკული ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.
17 დაღუპული, მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალაქე. ხევსურეთში ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლის ხევში გადავარდა.
გლოვის დღედ 25 აგვისტოს გამოცხადების შესახებ განკარგულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დროშა დაუშვა. „ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ტრაგიკულ შემთხვევას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ეხმაურება. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც.დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოში ნორვეგიის საელჩო. სამძიმრის წერილი გაავრცელა სომხეთის პრემიერ მინისტრმა .
ქართველ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.