საქართველოში გლოვის დღეა

17.01.2019 00:46

ქვეყანაში გლოვის დღეა.

ოთხი გარდაცვლილი და რვა დაშავებული,- ასეთია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგი.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მე-4 დაშავებული მცირეწლოვნის გადარჩენა კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ავთანდილის ქუჩას, აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მე-6 სართულზე მოხდა, სადაც დანგრეულია თითქმის ყველა კედელი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები.

აფეთქების შედეგად დაზიანებულია მოპირდაპირე კორპუსიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub