Facebook- / saqartvelo.ertadertia.01
ვიდეოში გამოყენებული მუსიკები:
• Asian Type Beat - \"Bushido\"
• Japenese Type Beat - \"Oni\"
ვიდეო მონაკვეთები აღებულია:~
პროექტი \"გააგრძელე საქართველოს ისტორია\"
ფილმი–\"ზეციური სამეფო\"
ფილმი– გლადიატორი
(და კიდევ რაღაც ბოლივიდური ფილმები 'დ )
ტექსტი ვიდეოში
საქართველოს ისტორია იმდენად ძველია რომ სახელმწიფოს შექმნის თარიღიც კი არ არის ცნობილი, მაგრამ შეგვიძია ვთქვათ რომ არსებობის დღიდან მოყოლებული გამუდმებულ ომში ვართ გახვეულნი, ეს იქნებოდა შიდა, სამეზობლოში არსებული თუ ცხრა მთას იქიდან მოსული იმპერიები. ჩვენი მტერი ყოველთვის გაოცებული რჩებოდა, ჩვენი საბრძოლო სტილით, მაღალი სულისკვეთებითა და უსაზღვრო პატრიოტიზმის, მაგრამ როდესაც მეთხუთმეტე საუკუნეში ისედაც პატარა, მცირე რიცხოვანი ქვეყანა დაიშალა ამან უფრო გააუარესა მდგომარეობა, ჩვენ, ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობა გამოგვეცალა ხელიდან. ამით კი მხოლოდ მტერმა ისარგებლა.
ჯერ კიდევ თემურ ლენგის დროს და შემდეგ სპარსელთა და ოსმალთა ძალისხმევით ქართველებს საზღვარგარეთ მონებად ყიდნენ, ქართველებზე კი ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რადგანაც, მაღალი ამტანობით, სიძლიერით, საბრძოლო სტილით, აღნაგობით სხვა ნებისმიერ ერს ჩრდილავდენენ.
ქართველები ახერხებდნენ იმას, რასაც ვერ ახერხებდა მონობაში აღმოჩენილი თითქმის ვერც ერთი ერის წარმომადგენელი - ისინი მათი დამმონებლების მეფეები და მმართველები ხდებოდნენ.
ქართველები მმართავდნენ, ერაყს, აგვიპტეს, სპარსეთს, ალჟირს, ოსმალეთსაც კი, აგრეთვე ცნობისთვის ინდოეთში ორი ქართული დინასტია მეფობდა. ნუ ბევრი საუბრის გარეშე, დღეს გიამბობთ იმ ქართველებზე ვინც უცხო ქვეყნის მეფენი გახდნენ. ნაწილი I
1) მითრიდატე I (სომხეთის მეფე)
ნუ არ შეიძლებოდა ამ ვიდეოში სომხეთის ქართველი მეფე რომ არ გვეხსენებია, მასზე ბევრი ინფორმაცია არ არის, მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ ის რაც ცნობილია.
ქრისტეშიბიდან I საუკუნეში რომსა და პართიას შორის ომი მიმდინარეობდა, ზუსტად ამ დროს იბერიის მეფემ თავისი უმცროსი შვილი სომხეთში გააგზავნა ჯარით, მითრიდატემ მალევე დაიკავა სომხეთი და გამეფთა, ის დაახლოებით 20 წელი მმართავდა ქვეყანას, მაგრამ მეფობის ბოლო წლებში თავის ძმასთან იბერიის მეფე ფარსმან პირველთან ძალიან დაეძაბა ურთიერთოდა, რაც შემდგომში ომში გადაიზარდა, 51 წელს ფარსმანის შვილი რადამისტი სომხეთში შეიჭრა ქართველთა ჯარით, და მოკლა ბიძამისი მითრიდატე, მოგვინაბით ის გამეფთა სომხეთში, მაგრამ იმდენად მკაცრი მეფე აღმოჩნდა რომ მალევე აუჯაყდნენ და გაქცევით უშველა თავს.
2)ალი-ბეი ალ-ქაბირი
1728 წელს აფხაზეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა იოსები, 13 წლისა იყო როდესაც მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. იგი ქართული წარმოშობის მამლუქმა იბრაჰიმ ქათხოდამ იყიდა თავად აღზარდა. ქათხოდას გარდაცვალების შემდეგ კი დაიკავა მისი ადგილი.
ქართველმა მამლუქმა დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ჰიჯაზი, დაიწყო არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები . გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. აიღო დამასკო და დაიკავა სირია. ალი-ბეი ეგვიპტეს 1757 წლიდან 1773 წლამდე მართავდა და ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს.
3)იუსუფ ადილ-შაჰი
როგორც ზემოთ ავღნიშნე , ინდოეთში მეფობდა ორი ქართული დინასტია, ერთ–ერთი დინასტიის დამარშებელი კი იუსუფ ადილ-შაჰია.
მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მათ შორის ყველაზე მყარი ვერსიაა მისი ქართული წარმომავლობა.
მის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან იმ პერიოდის ისტორიკოსები მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი (იგივე ფერიშთა) და რაფი ად-დინ შირაზი. სხვადასხვა ვერსიების არსებობის მიუხედავად, ორივე თანხმდება, რომ უსუფი საქართველოდან გატაცებული და მონად გაყიდული ახალგაზრდა გახლდათ, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრა მოახერხა.
აგრეთვე
XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი თავის ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ის ქართველი იყო.
ის 20 წელი მეფობბდა ამ ხნის განმავლობაში გაატარა ძალიან წარმატებული საშინაო და საგარეო, ასევე ეკონომიკური პოლიტიკა. დასუსტებული ბიჯაპური მისი რეფორმების შემდეგ უძლიერეს სამეფოდ ჩამოყალიბდა.
უსუფი 1510 წელს გარდაიცვალა, როდესაც 67 წლისა იყო. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში, ცნობილ სუფი ჩანდაჰ-ჰუსეინის აკლდამაში
4) (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი. ეგვიპტის მეხუხე ქართველი მმართველი სოფელ მარტყოფიდან
როდესაც ის 15 წლის იყო გაიტაცეს და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს.
იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო, მან მოგვიანებით გაათავისუფლა იბრაჰიმი მონობისგან ერთგულად მსახურობისთვის. როდესაც მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა იგი, სხვა ქართველ მამლუქთან - მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ
და 1800 წელს სწრაფი დარტმით კაირო დაიკავა.
1801 წელს იბრაჰიმ ბეგი ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის ოსმანთა და ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ. ომი თითქმის 5 წელი გაგრძელდა.
(სრულად კომენტარებში...)