რეფორმატორი ქართველი მეფეები...


თუ გსურთ, რომ პროექტის განვითარებაში რაღაც წვლილი შეიტანოთ და თუ გაქვს ამის საშუალება, მაშინ...
ლიბერთი–GE43LB0711121972197000
თიბისი–GE43TB7944745061100113
მიმღები–მირზა ცხოიძე

Facebook-https://www.facebook.com/SAQARTVELO.E...

ტექსტი ვიდეოში:
ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, რო­მელ­თაც შინა თუ გარე მტრის­გან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­რეს. რე­ფორ­მა­ტორ მე­ფე­ებ­ზე და მათი გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ოთხმე­ზურს მივ­მარ­თეთ.

ფარ­ნა­ვაზ მეფე
ფარ­ნა­ვა­ზის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პით მო­წყო­ბა. იყო რვა სა­ე­რის­თაო და ერთი სას­პას­პე­ტო. ერის­თა­ვებს თა­ვი­ანთ სა­გან­მგებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მე­ფო ხარ­კის აკ­რეფ­ვა, ჯა­რის გა­მოყ­ვა­ნა და სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა ევა­ლე­ბო­დათ.
ფარ­ნა­ვა­ზის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია. ჩვე­ნი რე­ლი­გია ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე წარ­მარ­თუ­ლი იყო. ქვეყ­ნის რე­ლი­გი­უ­რი ტო­მობ­რი­ო­ბის დაძ­ლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ერ­თი­ა­ნი მთა­ვა­რი ღმერ­თი გახ­და არ­მა­ზი ანუ მთვა­რის ღვთა­ე­ბა, აღ­მო­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან შე­მო­სუ­ლი ღვთა­ე­ბა.

ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი
ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­ფო­ბა, თუმ­ცა მას კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მა არ გა­უ­ტა­რე­ბია. ვახ­ტან­გმა ქარ­თვე­ლი ერის კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნა. ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბით მოქ­მე­დებ­და, ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა ირა­ნელ­თა ქვე­შევ­რდო­მო­ბა­ში ყოფ­ნაც და შემ­დეგ ირა­ნელ­თა და ბი­ზან­ტი­ელ­თა და­პი­რის­პი­რე­ბაც.
ქარ­თლის სა­მე­ფო­ში, სა­დაც მაზ­დე­ა­ნო­ბა იქა­და­გე­ბო­და და ქრის­ტი­ა­ნო­ბა იდევ­ნე­ბო­და, ვახ­ტან­გმა პი­რი­ქით მო­ა­ხერ­ხა და ქრის­ტი­ა­ნო­ბას სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა, მაზ­დე­ან­თა ეპის­კო­პო­სი ცი­ხე­ში ჩა­აგ­დო, მერე კი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა.
ვახ­ტან­გის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სა­ეკ­ლე­სიო რე­ფორ­მა. მან მო­ა­ხერ­ხა ის, რომ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის მა­გივ­რად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ეკ­ლე­სიო ტახ­ტზე დაჯ­და პირ­ვე­ლი პატ­რი­არ­ქი პეტ­რე. ჩვენ­მა ეკ­ლე­სი­ამ კი ავ­ტო­კე­ფა­ლია მო­ი­პო­ვა.

ბაგ­რატ III
ბაგ­რატ მე­სა­მე ერ­თი­ა­ნი ფე­ო­და­ლუ­რი მო­ნარ­ქი­ის პირ­ვე­ლი მე­ფეა. ბაგ­რატ­მა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ბირ­თვი შექ­მნა. ამი­ტო­მაც იწო­დე­ბა ბაგ­რა­ტი \"აფხაზ­თა, ქარ­თველ­თა, რან­თა და კა­თხა\" მე­ფედ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სი­ტყვა­ში \"აფხაზ­თა\" მთლი­ა­ნად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო იგუ­ლის­ხმე­ბა.
ამ ერ­თი­ან ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა დას­ჭირ­და და რო­გორც ჩანს შექ­მნი­ლა ე.წ. ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის სა­მარ­თა­ლი. მას კუ­რა­პა­ლა­ტის ტი­ტუ­ლი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის­გან ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა სხვა­ნა­ირ მმარ­თვე­ლო­ბას მო­ი­თხოვ­და. შე­ი­ზღუ­და დიდი ერის­თა­ვის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ებს გა­ნა­გებ­დნენ და თა­ვი­ანთ თა­ვებს ფაქ­ტობ­რი­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლად თვლიდ­ნენ. ამას გარ­და, მის დროს ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრო­ბე­ლი ხდე­ბა კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და ერ­თი­ან­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია.

და­ვით IV აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი
ამ სი­ა­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს და მის რე­ფორ­მებს უკა­ვია. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­ვი­თის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო რე­ფორ­მა. მან შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი 20 ათა­სი­ა­ნი ჯარი. ასე­ვე იყო 20 ათა­სი­ა­ნი ფე­ო­და­ლუ­რი ლაშ­ქა­რი, და­ვითს ჰყავ­და თა­ვი­სი მონა-სპა - 5 ათას კა­ცი­ა­ნი სა­მე­ფო გვარ­დია, რო­მე­ლიც ყა­ზარ­მულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და და მხო­ლოდ მე­ფეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ასე­ვე იყ­ვნენ მე­ცი­ხოვ­ნე­ე­ბი, ვინც ციხე-ქა­ლა­ქებს იცავ­დნენ. სამ­ხედ­რო რე­ფორ­მა იმით დას­რულ­და, რომ და­ვით­მა 40 ათა­სი ყივ­ჩა­ღი ოჯა­ხი ჩა­მო­ა­სახ­ლა. თითო ოჯა­ხი­დან თითო მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნა და­ა­ვა­ლა, სა­ნაც­ვლოდ კი მი­წე­ბი და­უ­რი­გა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მის­ცა.
და­ვი­თის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, ამ სხდო­მებს და­ვი­თიც ხში­რად ეს­წრე­ბო­და.
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მსტო­ვარ­თა ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნა. მე­ფეს თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი ყველ­გან ჰყავ­და. მსტო­ვარ­თა ინ­სტი­ტუ­ტი ქვეყ­ნის გა­რე­თაც მოქ­მე­დებ­და და ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მე­ფის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ. ამი­ტო­მაც იყო, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­თვის დრო­ულ ნა­ბი­ჯებს დგამ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან იცო­და გარ­შე­მო რა ხდე­ბო­და.