რატი ამაღლობელის ახალი პროექტი

11.02.2014 01:25

დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ლიტერატურული პროექტით რატი ამაღლობელი იმყოფებოდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, პროექტის- „ჩემი წიგნის" - განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პრექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა მათთვის საყვარელი წიგნი უნდა აირჩიონ. პროექტის დასასრულს, რომლის მიზანია საზოგადოებაში წიგნების კითხვის პროპაგანდა, საქართველოს მასშტაბით, 60 საუკეთესო პროზაული ნაწარმოები გამოვლინდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1gsen6Y

გაზიარება: