კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მიმდინარეობს

11/28/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 ნოემბრიდან - 2 დეკემბრამდე, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი ქართულ კვირეულს უმასპინძლებს.
კვირეულის ორგანიზატორია ანალიტიკური ონლაინ გაზეთი „იბერია\", ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა და ბრიტანეთში გამომავალი ქართული გაზეთი „ბრიტანეთი\".
27 ნოემბერს, ლანსდაუნ კლუბში ქართული კვირეული სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძის გამოფენით „საქართველო დღეს და მაშინ\" გაიხსნა. გამოფენის მიზანია მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა. ბრიტანელ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართველი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს. დოკუმენტურმა მასალამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან