რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. ლუგანსკის ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 10 ავიაიერიშის შედეგად გასულ 24 საათში. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები პოპასნაიასა და ლისიჩანსკში.

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, რუსულმა ძალებმა 29-ჯერ განახორციელეს  საჰაერო დარტყმა. ღამის განმავლობაში კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, დონეცკის, ხარკოვის, ხერსონისა და კიდევ რამდენიმე ოლქში განგაშის სიგნალი იყო ჩართული. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ხერსონიდან, სადაც ჭურვმა ხერსონის ტელეანძა დააზიანა. თავდასხმა იყო ხარკოვშიც. ოლქი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, 1 მაისიდან ხერსონში რუბლით ანგარიშსწორება დაიწყება. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დანაკარგების მიუხედავად იერიშის განხორციელების უნარს ინარჩუნებს. ამ დროისთვის ოპერატიულ ზონაში, 20 სამხედრო ხომალდი იმყოფება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან