Galaktion Tabidze x Beach House - Space Song / რომელი საათია ( Slowed + Reverb)
All the videos, songs, images, and graphics used in the videos belong to their respective owners and I or this channel does not claim any right over them. ______________________________________________________________________________________________ ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული, რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება. რომელი საათია? რომელი საათია? სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე - რომელი საათია? რომელი საათია? ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, რომელი საათია? რომელი საათია? ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია? იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!” - ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე: რომელი საათია? #გალაკტიონ #ტაბიძე #რომელი #საათია #galaktion #tabidze #romeli #saatia #beach #house #space #song #spedup #reverb #slowed #up #sped #tiktok #reverberation
მსგავსი ვიდეოები
Galaktion Tabidze x Beach House Space Song რომელი საათია...
mr lado
Galaktion Tabidze - Mtawmindis Mtvare (CJ Borika Remix)
바카라 여신 민짱TV
Blue Horses (ლურჯა ცხენები) - Galaktion Tabidze (გალაქტიონ ტ...
Pianolaza
მთაწმინდის მთვარე - THE MOON OF MTATSMINDA
Mariam Aleksidze
გალაკტიონი, "მთაწმინდის მთვარე" | The Moon Over Mtatsminda b...
Mariam Chibarashvili
როგორ დავხატოთ გალაკტიონ ტაბიძე/როგორ დავხატოთ შავთეთრი პორტ...
GMZA TV
GALAKTION TABIDZE Biografia/ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია
Tornike Todua
An Englishman reads a Georgian poem (ქარი ჰქრის) in Georgian...
jim's books reading \u0026 stuff