Galaktion Tabidze - Mtawmindis Mtvare (CJ Borika Remix)
✖ MΛDMEN Music ☛ Track: Galaktion Tabidze - Mtawmindis Mtvare (CJ Borika Remix) ☛ Facebook: https://www.facebook.com/madmenmusic333/ ☛ Twitter: https://twitter.com/madmenmusic333 ☛ VKontakte: https://vk.com/madmenmusic333 ✖ Follow CJ BORIKA: ☛ Facebook: https://goo.gl/iePZnv ☛ Soundcloud: https://goo.gl/wT84iN ☛ Instagram: https://goo.gl/XbHfp7 ----------------------------------------------------------------------------------------------------- Text / ტექსტი ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! ______________________________________________________________ ✖ TO OWNERS \u0026 COPYRIGHT HOLDERS: This channel is created to promote magnificent songs, and as well, producers. Absolutely, NO COPYRIGHT INFRINGEMENT INTENDED. This CHANNEL CLAIMS NO RIGHTS OR OWNERSHIP over the contents posted. If you wish for a track to be removed, please let us know so we can remove it from our feed immediately. [email protected]
მსგავსი ვიდეოები
Nanuka's Show - გიორგი ზანგური "მთაწმინდის მთვარე"
ნანუკას არხი / Nanuka's Channel
გალაკტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ.
აპლოდისმენტი
გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე (vz hub remix)
VZ hub
✔ გალაკტიონ ტაბიძე - ,,მთაწმინდის მთვარე“ (1915) / Galaktion...
chub1na.ge
გალაქტიონ ტაბიძე \u0026 ნიკოლოზ წვიმა - ნინას (მე ყოველთვის...
Lad_uka
გალაკტიონ ტაბიძე - ,,მთაწმინდის მთვარე“ (1915) / Galaktion T...
giorgi gogolashvili
მთაწმინდის მთვარე / Moon Over Mtatsminda - ჯანსუღ კახიძე / J...
Jansugh Kakhidze Official
ლექსები - დეფი
Artareatv