ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი

24.03.2022 00:35

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად აპირებს ისარგებლოს „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს მინისტერიალით. ჯონსონი ამბობს, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით არსებითად უნდა გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა. ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ პრემიერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ ამით ჯონსონს სურს, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ზელენსკის პოზიციები უფრო განამტკიცოს და ერთგვარი ზეწოლა განახორციელოს პუტინზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: