ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური...

09/09/2012
odishitv-ის მიერ

ზუგდიდში \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" რეგიონალური ყრილობა გაიმართა.

ზუგდიდში \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" რეგიონალური ყრილობა, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს ათ ქალაქში დიგეგმა, 11 საათზე გაიხსნა. ქალაქის ცენტრში, მოედანზე, ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ხალხით სავსე იყო როგორც მოედანი, ასევე მიმდებარე ქუჩები. ყრილობა კონცერტით გაიხსნა,ცნობილმა მომღელებმა პატრიოტული სიმღერები ააჟღერეს,რის შემდეგაც სცენა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს როლანდ ახალაიას დაეთმო,რომელმაც ამომრჩეველს სიტყვით მიმართა, „არა წარსულს,ჩვენი მომავალი მხოლოდ წინსვლაშია,ჩვენი მომავალი დემოკრატიული საქართველოს აშენებაა და ამას ჩვენ ერთად გავაკეთებს\" განაცხადა როლანდ ახალაიამ. მოგვიანებით კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად შეუერთდა. შეკრებილ ხალხს სიტყვით თავდაპირველად ქვეყნის პირველმა ქალბატონმა სანდრა რულოვსმა მიმართა. მან სამეგრელოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და რეგიონის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა ყრილობის მონაწილეებს პირველმა ლედიმ მეგრულ ენაზე, საკმაოდ ვრცლად მიმართა.„ძალიან მიყვარს სამეგრელო, ჩემს მეუღლეს უყვარს სამეგრელო. ჩემი მეუღლე, საქართველოს პრეზიდენტია\" - ბოლო წინადადებით სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილი \"წარადგინა\". საქართველოს პირველი ქალბატონის ამ სიტყვებმა საყოველთაო აღტაცება და ხანგრძლივი ოვაცია გამოიწვია.სანდრა რულოვსის შემდეგ ყრილობის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.ნაციონალური მოძრაბის ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტი დღეს არსებულ რეალობასაც შეეხო და ხაზი გაუსვა სამეგრელოს განსაკუთრებულ სიმტკიცეს 2008 წლის რუსული აგრესიის დროს. მისი თქმით, საქართველოს უკან ვერავითარი ძალა ვეღარ დააბრუნებს.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/