„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე და უკვე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა. მან დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც „ენმ“-ს რეგიონულ ოფისში გაიმართა, დეპუტატობის კანდიდატს საკრებულოს სხდომის რეგლამენტის დარღვევაშიც დასდო ბრალი. მისი თქმით, მერაბ ქვარაია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებს გაექცა და გუშინდელი სხდომა დახურა, რისი უფლებაც მას კანონით არ ჰქონდა. „საუბარი გამაწყვეტინა და დახურა სხდომა. უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია გარეულია ყველა იმ კორუფციულ სქემაში, რომელიც არსებობს ზუგდიდში. ის უშუალოდ ლობირებს კომპანიებს, რომლებიც სისტემატიურად იგებს ტენდერში“ როგორც წითლიძემ აღნიშნა, ქვარაიას კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთხელ ჰქონია ბრიფინგი და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სურდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე პასუხების მოსმენა. თავის მხრივ მერაბ ქვარაიამ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალების" წინასაარჩევნო აგონიაა. მერაბ ქვარაიამ თავმჯდომარეობის რანგში ბოლო სხდომა გუშინ გამართა, სადაც დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრობიდან" ანა წითლიძემ საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიში მოსთხოვა და მას ზუგდიდის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი სუსტი თავმჯდომარე უწოდა. თუმცა, მას ქვარაიამ სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და სხდომა დახურულად გამოაცხადა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ-მ ქალაქის საკრებულოში მუშაობის სამწლიანი პერიოდის ანგარი...
Radio Atinati
„ენმ”-მ ენგურის ხიდთთან მდუმარე აქცია გამართა
Radio Atinati
ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარ...
Radio Atinati
ენმ-მ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
TV Pirveli
ენმ-მ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად...
1tv Live
"ენმ-მ" მაჟორიტარობის კანდიდატად სენაკში კობა ნაყოფია წარადგ...
koba nakopia
ენმ-მ დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ-მ რამდენიმე რაიონში არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვე...
Tabula ტაბულა