მეწყერი ხელვაჩაურში - მაშველებმა ოთხი გარდაცვლილი იპოვეს
შემზარავი ტრაგედია აჭარაში და მიწის ქვეშ მოყოლილი ხუთი ადამიანი. მაშველები ამ წუთებშიც ეძებენ დაკარგულ ბავშვს. მისი მშობლების ცხედრები ნაპოვნია. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში მთიდან ჩამოწოლილმა 40 000 ტონა მიწის მასამ მთლიანად წაიღო საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. კიდევ ერთი ტრაგედია ამავე სახლის ახლოს დატრიალდა. მეწყერმა იმსხვერპლა ორი ადამიანი, რომლებიც სტიქიური პროცესების გააქტიურების დროს ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. რაიონის სხვადასხვა სოფელში გააქტიურებული მეწყრული კერებისა და მაღალი რისკების გამო რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა საჭირო. დღეს სამძებრო სამუშაოებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კიდევ 60 მაშველი ჩაერთო. ისინი ბავშვთან ერთად, სტიქიის დროს მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლსაც ეძებენ. ადგილზე ვითარებას ართულებს მოწყვეტილი მასის მოცულობაც, რომლის სწრაფად გაწმენდამაც შესაძლოა მეწყრული პროცესი ისევ გამოიწვიოს. იდგა თუ არა სახლი მეწყრულ ზონაში და ჰქონდათ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს - „მოამბე“ სტიქიური უბედურების ზონიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილიდან ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის, მერაბ წულუკიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხელვაჩაურში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეხანძრე-მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოზარდის...
TV IMEDI
სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ მამაკაცს ეძებენ - დაპირისპირება...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაშველო სამუშაოები აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster