სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურში

03.10.2020 03:37

თითქმის 40-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ტრაგედიის ადგილზე, ინტენსიურ სამძებრო პროცესში, სამაშველო სამსახურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული. მეათე კლასელი ბიჭის მშობლების ცხედრებს გუშინვე მიაკვლიეს. სტიქიას შემთხვევით გადაურჩა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც შუახევში სტუმრად იმყოფებოდა. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ მოიყოლა მსუბუქი ავტომობილიც. ორივე მგზავრის ცხედარი მაშველებმა, მომხდარიდან რამდენიმე საათში იპოვეს. სოფელ ჯოჭოში, დღე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე ძებნის ოპერაციას მერაბ წულუკიძე ადევნებდა თვალს და ბოლო ინფორმაციით ის ახლა სტიქიის ზონიდან გვიერთდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო