სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურში

03.10.2020 03:30

უკვე დღე-ნახევარია, ინტენსიურად მიმდინარეობს ხელვაჩაურში მეათე კლასელი ბიჭის ძებნის ოპერაცია. სოფელ ჯოჭოში მობილიზებულია 100-ზე მეტი მაშველი. მთიდან ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე არსებულია, შესაბამისად მძიმე ტექნიკა ახლა ტრაგედიის ადგილზე, შეუფერხებლად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ მეწყერში მოყვა საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. მეოთხე, მეექვსე კლასელი გოგონა კი სტიქიას შემთხვევით გადაურჩა, ის შუახევში სტუმრად იმყოფებოდა. მიწის მასამ მოიყოლა მსუბუქი ავტომობილიც, ორივე მგზავრის ცხედარს მაშველებმა გუშინ მიაკვლიეს. მერაბ წულუკიძე სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან ამ დრომდე, მიმდინარე პროცესს თვალს ადევნებს და ბოლო ინფორმაციით გვიერთდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო