ზუგდიდის საოლქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

04.11.2020 02:09

ზუგდიდის საოლქოსთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საოლქოს თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მათ აქვთ ოქმები, რომელშიც ნათლად ჩანს თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონა!", მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით "ბიძინას ბუტკა", "ნუ წაგვართმევთ არჩევანს!". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები შეკრებილებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: