ოპოზიციის სტრატეგია თვითმმართველობის არჩევნებზე


ერთად თუ ერთმანეთის წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე - ოპოზიციური სპექტრის უმეტესობას არჩევნებში მონაწილეობის საკუთარი ხედვა ამომრჩევლისთვის ჯერ არ წარუდგენია. ამ ეტაპზე ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია. პარტიაში თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინეს და განაცხადეს, რომ დედაქალაქის მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში პოლიტიკურ ასპარეზს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობენ.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს „სტრატეგია აღმაშენებელი“. გარკვეულია „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიციაც - შალვა ნათელაშვილის პარტიამ თბილისში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატები უკვე დაასახელა. აქტიური კონსულტაციების რეჟიმში არიან სხვა პოლიტიკური სუბიექტები. ასევე ცალკე ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი გიორგი გახარიას გუნდსაც. პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარადგენს.

ვინ ვის კანდიდატს დაუჭერს მხარს ოპოზიციაში - სანამ ამ კითხვაზე პასუხი ცნობილი გახდება, მმართველ გუნდში ოპოზიციურ გაურკვევლობას კანდიდატების არარსებობით და შიდა შეუთანხმებლობით ხსნიან. „ქართული ოცნება“ ამ დრომდე ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მერობის 64-ვე კანდიდატი დასახელებული ჰყავს.

მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან