ოპოზიციის გეგმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის
ოპოზიციის საარჩევნო ერთობა დიდი ალბათობით არც ამჯერად შედგება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გზები გადაიკვეთა, საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს კი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი გეგმები და სტრატეგია აქვს. მათ შორის არის გიორგი ვაშაძე, რომელიც უახლოეს პერიოდში მაჟორიტარულ ოლქებში და პროპორციულ ნაწილში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც რამდენიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ორშაბათს გავიგებთ, იბრძოლებს თუ არა დედაქალაქის მერობისთვის ალეკო ელისაშვილი, რომლის პარტია, ისევე როგორც „გირჩი“, არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს სკეპტიკურად აფასებს. კონსულტაციების რეჟიმშია და ჯერ გეგმა არ წარმოუდგენია „ლელოს“. ამ ფონზე „ევროპული საქართველო“ დიდ ქალაქებში კვლავ ოპოზიციის საერთო გეგმით მოქმედების, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების და კომპრომისების აუცილებლობაზე საუბრობს და კოორდინაციის იმედს არ კარგავს. თამუნა წიკლაური არკვევდა, ვინ რა კონფიგურაციით ჩაერთვება თვითმმართველობის არჩევნებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის გეგმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მზადება აქციებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანულირებული შეთანხმება - ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლელოს“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების მზადება არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - „თავისუფალი ხედვის“ შეკითხვებს ხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - ხათუნა სამნიძე / გიორგი ამილახვა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster