მზადება არჩევნებისთვის - ოპოზიციის კანდიდატები
რა კონფიგურაციით ჩაერთვებიან ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში, - ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ოპოზიციური ერთობის საბოლოო ფორმირებამდე გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია წარადგინა. ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობენ. მათი კანდიდატურების მხარდაჭერის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის წარმომადგენლებს აღარ დაასახელებს და ამის შესაძლებლობა ერთობაში მყოფ ოპოზიციონერებს მიეცემათ. იქნება თუ არა მათთან ერთად „ლელო“, პარტიაში გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. შეთავაზება მიუღებელია „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, რომელიც არჩევნებში ბრძოლას დამოუკიდებლად გეგმავს. მხოლოდ მისი გუნდიდან აპირებს კანდიდატების წარდგენას „ლეიბორისტული პარტია“. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიგი უგულავას ფოთის მერობა უნდა
TV IMEDI
ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადაჯგუფება და შეუთანხმებლობა ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება არჩევნებისთვის - ოპოზიციის მოწოდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster