მე-15 საბავშო ბაღში ენერგოეფექტური ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდა

03/31/2016
Radio Atinati-ის მიერ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-15 საბავშვო ბაღში ბიომასაზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდა.

სკოლამდელ დაწესებულებაში პროექტის „ ბიომასაზე მომუშავე თანამედროვე გათბობის სისტემა“ პრეზენტაცია გაიმართა.

სადაც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებზე მომუშავე გათბობის სისტემის ეფექტიანობაზე ისაუბრეს.

ჩატარებული სამუშაოები თანამედროვე გათბობის სისტემის მონტაჟს და ხის მოძველებული ფანჯრების შეცვლას მოიცავდა.

პროექტი დაფინანსებულია „PB საქართველოს“ , მისი პარტნიორების და ზუგდიდის მინიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან