სადგურის დასახლებაში ახალი ბაგა - ბაღი გაიხსნა
სადგურის დასახლებაში პირველად უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში საბავშვო ბაგა - ბაღი ამოქმედდა. ბაღის შენობა დღეს საზეიმოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. ღონისძიებას კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არ ესწრებოდნენ ბაღში რეგისტრირებული ბავშვები და მათი მშობლები. ღონისძიების შემდეგ დაწესებულება სათანადო წესით დამუშავდება და სააღმზრდელო პროცესს 15 ოქტომბრიდან დაიწყებს. მე - 11 ბაგა-ბაღი გორის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ლიფტით სრულად ადაპტირებული პირველი საბავშვო ბაღია. შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა, ორსართულიანია და სამ ჯგუფზეა გათვლილი. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი სივრცე მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელსა დ ა სანიტარულ კვანძს, ხოლო ყველაზე პატარა ასაკობრივი ჯგუფისთვის - დამატებით საძინებელ ოთახს. შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც. პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. სადგურის დასახლებაში უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებდა, რის გამოც, ბავშვებს ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული. 15 ოქტომბრიდან კი ახალ მე-11 საბავშვო ბაღში 100-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას უსაფრთხო, კომფორტულ და განმავითარებელ გარემოში შეძლებს. ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge
Trialeti TV-ის სხვა ვიდეოები
ცხინვალიდან გათავისუფლებული მამაკაცი გორის სამხედრ...
ხატია წერეთელის ახალი სიმღერის პრემიერა ექსკლუზიურ...
გურამ გულარაშვილის ულამაზესი სიმღერა, ტელეკომპანია...
რადიო ბლოგი- ქალების ჩართულობა, ნდობის აღდგენისა დ...
თრიალეთის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა
დრეს 22:00 ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახსნა
Giorgi Kvirikashvili
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება - 09.08.2017
Tv Dia
სადგურის დასახლებაში ფერისცვალების ტაძარი გაიხსნა
Tv Dia
სადგურის დასახლებაში დაკავებულ 6 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ...
Tv Dia
რკინიგზის სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დას...
Tv Dia
რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებულ ვითარებას გეოლოგები ს...
Tv Dia
გორში სადგურის დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება 18.09....
Tv Dia